The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამული არშბა

მამული არშბა
ოფიციალური სახელი:ზაურ არშბა
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2015  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს, 1974 წელს ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი.

1958-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური დამწყები ინჟინრიდან ინსტიტუტის დირექტორობამდე; 1982-1993წწ. იყო აფხაზეთის ასსრ არქიტექტურისა და მშენებლობის ტექნიკური ცენტრის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი პუბლიკაცია მხარის არქიტექტურის საკითხებზე; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია ქ. სოხუმის და ქ. ოჩამჩირის გენერალური გეგმების პროექტები, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე დასასვენებელი სახლების, სასტუმროების, საექსკურსიო-ტურისტული კომპლექსების, სასოფლო ცენტრები (სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონებში) და სხვა პროექტები; 1993-2010წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. მოსკოვში, იყო რუსეთის ფედერაციის არქიტექტორთა კავშირის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 2010 წლიდან იგი კვლავ ქ. სოხუმში დაბრუნდა და მოღვაწეობდა სპეციალობით. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზღვისპირა რაიონების (აფხაზეთის მაგალითზე) საკურორტო-ტურისტული ზონების არქიტექტურულ-გეგმარებითი ორგანიზაცია", დაიცვა 1985 წელს ქ. მოსკოვში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა კავშირი , წევრი (1985-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: