The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე გაგლოევა

დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1919  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი როკი, ჯავის რაიონი.

სწავლობდა ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში.

1937 წელს ჩაირიცხა სტალინირის (ახლანდელი ცხინვალი) სახელმწიფო თეატრის ოსურ დასში. იყო ამ დასის წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კონნი (ა. ბრონშტეინის "გაგრძელება იქნება"), ქოსერი, პოპოვა, მინათი, საღმათი (მ. შავლოხოვის "მწყემსის ბინა", "კოსტა", "სასიძო", "მთები ალაპარაკდნენ"), ნატაშა (მ. გორკის "ფსკერზე"), ნინო(ს. შანშიაშვილის "არსენა"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), ვარვარა, კორენკინა (ა. ოსტროვსკის "ქარიშხალი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ნინა (ვ. როკის "ინჟინერი სერგეევი"), ზარეტა (გ. ბერძენიშვილის "ცეცხლი"), ბიანკა(უ. შექსპირის "ოტელო"), გიულჯანი(დ. ტუაევის "ზღაპარი"), ფატიმა (კ. ხეთაგუროვის "ფატიმა"), ელენე (ლ. ვერნეილის "ელენეს მოტაცება"), ანიკო(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ქსენია (ბ. ვოიტეხოვის, ლ. ლენჩის "პავლე გრეკოვი"), ზირა (რ. ჩოჩიევის "ჩვენს ქუჩაზე დღესასწაულია") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.31

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: