შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ არშბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს და 1965 წელს - თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში; 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" პერსპექტიული პროექტირების და წყალთა მეურნეობისა და ენერგეტიკის განყოფილებებს; იყო სს "ჰიდროსაინჟინრო კომპანიის" საპროექტო სამუშაოების მენეჯერი: მონაწილეობდა ჰიდროელექტროსადგურების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმების საკითხთა დამუშავებაში, ჰიდროაგრეგატების ნატურულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებში, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის დადგენასა და მათ ოპტიმალურ განაწილებაში, ჰიდროენერგეტიკული წყალსაცავების ოპტიმალური მუშაობის რეჟიმების დადგენაში, წყალსამეურნეო ბალანსების შედგენაში; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კონსულტანტად; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.57-58; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 20 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |