The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ არჩაია

ვლადიმერ არჩაია
Date of birth:1943  (81 years)
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს.

1961 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ტექნიკოსად; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1974 წელს იყო ტრესტ "მშენინდუსტრიის" თბილისის ტექნოლოგიური ბიუროს სექტორის გამგე; 1975 წელს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N12 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1983-1990წწ. N10 სამშენებლო ტრესტის N6 სპეციალიზებული და N5 ტრესტის N50 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, სამშენებლო-სამრეწველო კომბინატის დირექტორი და სამშენებლო გაერთიანება "საქწყალმშენის" სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ქობულეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1990-1993წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო გაერთიანება "ინტურისტმშენის" ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1993-1995წწ. შპს სამშენებლო ფირმა "ავე"-ს დირექტორად; 1995-1996წწ. ფოთის სამშენებლო-სამრეწველო კომპლექს "ფაზისის" გენერალურ დირექტორად; 1996-1998წწ. იყო ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1999 წლიდან ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარე და ქალაქის მთავარი არქიტექტორი; არის მრავალი პროექტის კონსტრუქტორი და ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.58


Share: