The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ქამუშაძე

Date of birth:5 April, 1914  (110 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

1935 წელს დაამთავრა შორაპნის რკინიგზის მოზრდილთა საღამოს ათწლედი.

1936-1937 წლებში მუშაობდა მსახიობად და მხატვარ-შემსრულებლად ჩხარის საკოლმეურნეო თეატრში. სხვადასხვა წლებში იყო ზუგდიდის(1937-1939), ტყიბულის(1938-1939), ახალციხის(1939-1942), გორის(1942-1943), ცხაკაიას(ახლანდელი სენაკი, 1943-1944) თეატრებში. 1944 წლიდან იყო აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მის მერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არისტო, ლევანი(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ქუჩარა(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), იოვანე(ა. ცაგარელის "ციმბირელი"), სოსია(ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), ხადილა(ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), გუბაზი, ანდუყაფარი(ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მამუკა(მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), სავატეევი(კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი"), ვაკულენკო(ა. კორნეიჩუკის "ძახველის ჭალა"), ტრისტანი(ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), მიკოლა(ი. ფრანკოს "მოპარული ბედნიერება"), ზამუხრიშკინი(ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი"), ომედეა(ვ. ჰიუგოს "პადუის დესპოტი"), ქოსა მრჩეველი, მეფე(გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.31

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: