The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ასათიანი

ანტონ ასათიანი
Date of birth:27 January, 1914
Date of death:1983  (at 68 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1938 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, შემდგომ ტყიბულის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობაზე; 1939 წელს, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი, მობილიზებით გააგზავნეს ქ. მოსკოვში სპეცდანიშნულების ობიექტების მშენებლობებზე, ასევე, მუშაობდა ქ. მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ "მაიაკოვსკის" მშენებლობაზე, სადაც სამუშაოთა მწარმოებლიდან უბნის მთავარი ინჟინერი გახდა; მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გადმოიყვანეს საქართველოში მშენებლობის სამინისტროს სისტემაში და მას შემდეგ არაერთ სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მათ შორის: ტყიბულში, ახალციხეში, წყალტუბოში, ბორჯომში და ბოლოს თბილისში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა სასტუმრო "ბორჯომი", საშუალო სკოლები აბასთუმანში, ახალციხეში, სასტუმრო კომპლექსი "მზიური ველი" ბაკურიანში, დედათა და ბავშვთა 250-ადგილიანი სანატორიუმი სურამში, ბორჯომპარკში რკინიგზის სადგურის შენობა, ბორჯომის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის მთავარი კორპუსი, საცხოვრებელი სახლების კომპლექსი ბორჯომში, პროფკავშირების 500-ადგილიანი სანატორიუმი ლიკანში, ხიდები ბორჯომსა და თბილისში მდ. მტკვარზე და სხვა; 1957 წელს არჩეულ იქნა წყალტუბოს საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასკომის წევრად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.58-59

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: