The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ასათიანი

დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1923  (101 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში"; 1964-1966წწ. "ენგურჰესის" მშენებლობაზე სამშენებლო მასალების კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1966-1968წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1968-1974წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსად, N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1974-1976წწ. სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1976-1979წწ. სამშენებლო ტრესტ "იორწყალმშენის" მთავარ ინჟინრად; 1979-1981წწ. მივლინებული იყო კუბაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად; 1981-1993წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" მმართველის მოადგილედ; აქვს საბრძოლო და სამოქალაქო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი
  • ომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: