Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასო აბაშმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. ბავშვობიდანვე იჩენდა ხალხური სიმღერისადმი ღრმა ინტერესსა და მიდრეკილებას; ოცი წლის ასაკში გურული სიმღერების ცნობილმა ოსტატმა ვარლამ სიმონიშვილმა მახარაძის ეთნოგრაფიულ გუნდში მომღერლად წაიყვანა; მალე ნიჭიერ ახალგაზრდას მუშფაკის თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელობა დააკისრეს; 1939 წელს კომპოზიტორმა გრიგოლ კოკელაძემ საგანგებოდ შერჩეულ მომღერლებთან ერთად ისიც ჩარიცხა იმ გუნდში, რომელიც წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გახსნილ პირველ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე; სამამულო ომის პერიოდში ის მრავალ კონცერტს მართავდა მებრძოლთათვის; რამდენიმე ხნის შემდეგ მის მიერ ჩამოყალიბებულმა ახალმა ანსამბლმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ქუთაისში გამართულ კონცერტზე, რომელშიც საბჭოთა არმიის 104 კოლექტივი მონაწილეობდა; მისი ხელმძღვანელობით სოფელ შემოქმედის საშუალო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა რაიონულ დათვალიერებაზე პირველი ადგილი მოიპოვა; 1947 წელს ასეთივე წარმატება ხვდათ წილად ძიმითის საშუალო სკოლისა და ლაითურის საბჭოთა მეურნეობის ანსამბლებს, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივების რაიონულ დათვალიერებაზე, რომელშიც 50-ზე მეტი კოლექტივი მონაწილეობდა, პირველი ადგილი მახარაძის რაიკოოპკავშირის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს მიეკუთვნა; მცირე დროის განმავლობაში ვასო აბაშმაძის ხელმძღვანელობით ამ ახლად ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა შეძლო მშრომელთა საერთო მოწონება და სიყვარული დაემსახურებინა; ანსამბლის წარმატებაზე მეტყველებს მის მიერ მოპოვებული მრავალი ჯილდო; მისი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარიდან შეიძლება გამოვყოთ სიმღერები: "სამშობლო", "სოფლად მოდის შემოდგომა", "ნადური". ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 38
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |