The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ერისთავი

თამარ ერისთავი
Date of birth:25 December, 1908  (116 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1928 წელს.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის თეატრში; შემდგომ წლებში მოღვაწეობდა თბილისის სატირის (1930-1933), ნაძალადევის მუშათა (1933-1935), სანკულტურის (1935-1937), ველისციხის (1937-1938), ჭიათურის (1938-1942), გორის (1943-1949), ზუგდიდის (1950-1952) სახელმწიფო თეატრებში; 1952 წლიდან კვლავ გორის თეატრშია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზეინაბი, რუქაია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დესპინე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ელენე (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), დარეჯანი (კ. ყიფიანის "სამეგრელოს მთავარი ლევანი"), ნელი (გ. ქელბაქიანის "გამოცდები"), ნატალია (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ემილია (შექსპირის "ოეტლო"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ვარდო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.95; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.136

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: