The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრი ალანია

Date of birth:1879
Date of death:1966  (at 87 years)
Category:Singer

Biography

თავის უფროს ძმასთან, ერმილესთან ერთად, მშობლიურ ხობში მცირერიცხოვანი ანსამბლი ჩამოაყალიბა და სოფლებში კონცერტებს მართავდა; თავის საქმიანობას ძუკუ ლოლუას მუშაობის მიხედვით წარმართავდა; მრავალჯერ მოისმინა მასწავლებლის მიერ გამართული კონცერტები; ამ მიზნით იგი ხშირად მიემგზავრებოდა სოხუმში და იქ ხანგრძლივად რჩებოდა, რათა ძუკუ ლოლუასაგან სიმღერები ესწავლა და საგუნდო ხელოვნებას დაუფლებოდა; იგი ხშირად მიმართავდა რჩევა-დარიგებისათვის ლოტბარ კირილე პაჭკორიას, ხოლო კომპოზიტორ გრიგოლ კოკელაძეს მრავალი მეგრული ლირიკული სიმღერა ჩააწერინა; მან თავისი შინაგანი კულტურითა და ტაქტით ხალხის სიმპათია მოიპოვა; პატივს სცემდნენ მის უანგარო მოღვაწეობას; ძირითადად ხობის რაიონულ ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა და კონცერტებზე, დათვალიერებებსა და ოლიმპიადებზე გუნდს წარმატება ჰქონდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სოლისტ-მომღერალ ანდრი ალანიას მიუძღვოდა; იგი წლების განმავლობაში ხეთის, ხორგის, ქვალონის, ბიისა და სხვა სოფლების საკლუბო გუნდების ხელმძღვანელი იყო; ჩონგურზე დამღერებული მეგრული ლირიკული სიმღერების მისეული შესრულება და ხალხური ჰანგი ატყვევებდა მსმენელს; შესანიშნავმა მეჩონგურემ და შემსრულებელმა ამ საქმის მრავალი გამგრძელებელი შესძინა ხალხურ შემოქმედებას, ალექსანდრე ბერაიამ, ვლადიმერ ალანიამ, ალექსანდრე ბუკიამ, ლუდუკი ჩაჩიბაიამ, რადიკო ალანიამ, ვაჟა აბაკელიამ და სხვა მოწაფეებმა მოლოდინი გაუმართლეს და სათანადო წვლილი შეიტანეს ხალხური ხელოვნების წინსვლის საქმეში.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 42


Share: