The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ციმინტია

გივი ციმინტია
Date of birth:28 February, 1926
Date of death:1999  (at 72 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1948 წელს.

1948-1979 წლებში მუშაობდა შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის გვირაბების, თბილისის მეტროპოლიტენის, დარიალის ხეობის საავტომობილო გვირაბების (რიკოთისა და როკის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზაზე), მიწისქვეშა საცავების (ღვინის ყვარელში და ხილბოსტნეულის ხელვაჩაურში) და სხვა ობიექტების მშენებლობაზე. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩაბარდა ახალი ათონის მღვიმის უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი. 1979-1981 წლებში "თბილგვირაბმშენის" მთავარი ინჟინერი, 1981 წლიდან კი მმართველის მოადგილე იყო. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.220; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.667

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1950-)

Awards and Honors

  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია (სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად)
    ახალი ათონის უნიკალური კარსტული მღვიმის კომპლექსის შექმნისთვის
  • ღირსების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: