შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ციმინტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1948 წელს. 1948-1979 წლებში მუშაობდა შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის გვირაბების, თბილისის მეტროპოლიტენის, დარიალის ხეობის საავტომობილო გვირაბების (რიკოთისა და როკის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზაზე), მიწისქვეშა საცავების (ღვინის ყვარელში და ხილბოსტნეულის ხელვაჩაურში) და სხვა ობიექტების მშენებლობაზე. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩაბარდა ახალი ათონის მღვიმის უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი. 1979-1981 წლებში "თბილგვირაბმშენის" მთავარი ინჟინერი, 1981 წლიდან კი მმართველის მოადგილე იყო. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.220; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.667 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |