შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1930-1953 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტსა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1948-1953 წლებში ერთდროულად იყო თბილისის მთავარი ქირურგი და უროლოგი, 1959-1974 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრას, 1975 წლიდან ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტია. იგი შეისწავლიდა შარდ-კენჭოვან დაავადებას, შარდ-სასქესო ორგანოთა სიმსივნეებს, საქართველოს მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებსა და მათ გამოყენებას უროლოგიური დაავადებების დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1952), პროფესორი(1954), უროლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.224; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.667 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |