Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ აშხაცავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1957 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; იყო ამავე ორგანიზაციის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი და გაერთიანების უფროსი; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1970 წლიდან იგი პარტიულ სამუშაოზეა; იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი, შემდეგ ამავე განყოფილების გამგის მოადგილე და განყოფილების გამგე; 1980 წელს დაინიშნა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ - ეკონომიკის მინისტრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.62 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |