The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ალანია

Date of birth:1914
Date of death:1984  (at 70 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

ქ. ხობის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო; თვრამეტი წლის ასაკში კარგად უძღვებოდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ შუა ქვალონისა და პირველი მაისის სკოლების მოწაფეთა გუნდებს; ხეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მან სამაგალითო გუნდი ჩამოაყალიბა და მრავალი კონცერტი გამართა; სამამულო ომის წინ, ოთხი წლის განმავლობაში, ფოთის ნავსადგურის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; 1939 წელს წარმატებით გაიარა თბილისში ხალხური შემოქმედების სახლის მიერ მოწყობილი საგუნდო-სადირიჟორო კურსები; ამან კიდევ უფრო გააღრმავა მისი სასიმღერო შესაძლებლობები; 1942-1961წწ. იგი ალექსანდრე ბერაიასთან ერთად ხობის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უძღვებოდა; ამ ანსამბლმა მრავალ დათვალიერებასა და ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგებიც მოიპოვა; 1961 წელს ვლადიმერ ალანიას მიერ ჩონგურზე შესრულებული სხვადასხვა ხალხური მელოდია ფირზე იქნა ჩაწერილი(ამ მელოდიებს ხშირად გადმოსცემენ საქართველოს რადიოთი); ფირზეა ჩაწერილი მის მიერ შესრულებული სიმღერები: "მინდვრის დედოფალი", "საკოლმეურნეო სიმღერა", "მეჩაიეთა სიმღერა", "სიმღერა ციტრუსებზე"; საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ხობის რაიონული კულტსახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა თავი ისახელა, ანსამბლს და მის ხელმძღვანელს ვლადიმერ ალანიას მეორე ხარისხის დიპლომი მიენიჭათ.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 44; khobi-info.blogspot.com




Share: