Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ანანიძე![]()
Biographyბავშვობიდანვე დაეწაფა სიმღერას; მუსიკაც ისწავლა ჯერ ქობულეთში, ხოლო შემდეგ - ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში; 1934 წლიდან იყო ქობულეთში ჩამოყალიბებული სიმღერის ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელი; მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე წარდგა მხოლოდ ცეკვით, დოლისა და ჭიბონის თანხლებით შესანიშნავად შესრულებულმა "ხორუმმა" წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ოლიმპიადის მონაწილეებზე; მეოთხე ოლიმპიადაზე გუნდი უკვე მთლიანი შემადგენლობით გამოვიდა და წარმატება ხვდა წილად; 1938 წელს მეხუთე ოლიმპიადაზე, გუნდს საპატიო სიგელი გადაეცა; მეექვსე ოლიმპიადისთვის ქობულეთის რაიონის ეთნოგრაფიული გუნდი აჭარის ნაკრებში შეიყვანეს; ქობულეთმა აქაც ისახელა თავი, აჭარის გაერთიანებულ გუნდს პირველი ადგილი მიეკუთვნა(ხელმძღვანელი არტემ ერქომაიშვილი); ქობულეთის გუნდი ალექსანდრე ანანიძის ხელმძღვანელობით უკვე საქვეყნოდ გახდა ცნობილი; მეშვიდე და მომდევნო ოლიმპიადებშიც ქობულეთის გუნდი კვლავ წარმატებით გამოდიოდა, მთავარი ყურადღება რეპერტუარის ხალხურობასა და დახვეწილობას ეთმობოდა; 1957 წელს ქობულეთის გუნდის მიერ შესრულებული "შვიდკაცა" და "ვახტანგური" თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოვეს; ხელმძღვანელობდა ლეღვასა და აჭყვისთავის ბავშვთა გუნდებს, ლეღვასა და მუხაესტატეს კლუბების მომღერალ-მოცეკვავეთა გუნდების ხელმძღვანელიც იყო; მის მიერ შექმნილ ბევრ სიმღერას სხვადასხვა გუნდები ასრულებენ. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 45 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |