შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხასან ანანიძე![]()
ბიოგრაფიასიმღერა უფროსმა ძმამ შეასწავლა; თორმეტი წლისამ უკვე კარგად იცოდა ბევრი გურულ-აჭარული ხალხური სიმღერა; სანდრო კავსაძის, ძუკუ ლოლუას, ვარლამ სიმონიშვილისა და სხვების მსგავსად, მანაც სცადა მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება; ქობულეთის რაიონში მის მიერ დაარსებულმა გუნდმა ნაყოფიერი მუშაობა დაიწყო; გუნდში უჩადრო გოგონებიც მღეროდნენ, ცეკვებსაც ასრულებდნენ, უმთავრესად - "ხორუმს"; გუნდი ხშირად მართავდა კონცერტებს ქობულეთში, აჭყვითში, ჩაქვში; მის მიერ მოგვიანებით შექმნილმა სოფელ ლეღვას თვითმოქმედმა კოლექტივმა თავი ისახელა მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, პირველი ხარისხის სიგელი და ფულადი ჯილდო ერგო ხელმძღვანელს, გუნდსა და მოცეკვავეებს; 1937 წელს მომდევნო რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ასეთივე წარმატება მოიპოვა გუნდმა; გუნდი თბილისელი მსმენელის წინაშე საინტერესო, მრავალფეროვანი აჭარული ხალხური სიმღერებით წარდგა; მას კონსერვატორიაში მოუსმინეს და კარგი შეფასება მისცეს; გუნდი წარმატებით გამოვიდა რადიოშიც; ხასან ანანიძე ინდივიდუალური შემსრულებელიცაა, 1957 წელს თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის საპატიო სიგელი მოიპოვა. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |