Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში, ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდგომ უბნის უფროსად; 1974-1986წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სახლმშენებელ კომბინატში, ჯერ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდგომ კომბინატის მთავარ მშენებლად; 1987-1988წწ. იყო ამავე სახლმშენებელი კომბინატის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1989-1995წწ. კომბინატის დირექტორი; N4 სამშენებლო ტრესტში მისი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობასთან. ქუთაისის სახლმშენებელ კომბინატში მუშაობის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებული იქნა მსხვილპანელიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აბაშაში, ფოთში, ბიჭვინთაში, წყალტუბოში, ხონსა და სამტრედიაში, საერთო ფართით 1.5 მილიონი კვადრატული მეტრი; თავისი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პერიოდში, კოლეგებთან ერთად, სახლმშენებელ კომბინატში მრავალი ნოვატორული წინადადება აქვს დანერგილი, რამაც შესაბამისი დადებითი შედეგები გამოიღო; წარმატებული პრაქტიკული სამშენებლო საქმიანობის გარდა, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ქუთაისის სპორტულ ცხოვრებაში და სახლმშენებელი კომბინატის სარაგბო გუნდი "აია"-ს წარმატებებში, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |