The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიტო აროშიძე

გიტო აროშიძე
Date of birth:1913
Date of death:1969  (at 56 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს(ეკონომიური).

ბავშვობიდანვე გამოჰყვა სიმღერის ნიჭი; ჩავლეიშვილები და სხვა გამოჩენილი მომღერლები მისი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ; ძმები გიტო, ჭიჭიკო და გივი აროშიძეები ერთად მღეროდნენ; რადიოთი ხშირად გადასცემენ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს; უნივერსიტეტში სწავლის დროს ლევან მახარაძესა და შოთა ორაგველიძესთან ერთად გამოდიოდა; 1938-1940წწ. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი იყო და მასთან ერთად მოიარა საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქი და სამრეწველო ცენტრი; შემდეგ გურიას დაუბრუნდა და იქ მრავალგან(მახარაძეში, ვაკიჯვარში და ლაითურის საბჭოთა მეურნეობაში) ჩამოაყალიბა გუნდები, რომლებთან ერთადაც ხშირად გამოდიოდა სარაიონო და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე და ყოველთვის საპატიო სიგელებსა და ფულად ჯილდოს იმსახურებდა; 1964 წელს ლაითურის საბჭოთა მეურნეობის ანსამბლი სარაიონო დათვალიერებაზე პირველ ადგილზე გავიდა; იმავე წელს რესპუბლიკურ დათვალიერებაზე ანსამბლმა კვლავ წარმატება მოიპოვა; სიმღერების სწორად და დახვეწილად შესრულებისათვის ჟიურიმ პირველი ხარისხის დიპლომი გადასცა, როგორც ანსამბლს ისე მის ხელმძღვანელსაც; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე გიტო აროშიძე ანსამბლ "დილაში" მღეროდა; მან მთელი თავისი ნიჭი და ენერგია ქართულ ხალხურ სიმღერას, მის წინსვლა-განვითარებას შეალია.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 48




Share: