The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ბაქრაძე

Date of birth:1903
Date of death:1984  (at 81 years)
Category:Singer

Biography

სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საბაღო-სადეკორაციო სპეციალობაზე.

მუსიკალური ტრადიციებით ცნობილი ოჯახის შვილი ადრე გაიტაცა სიმღერა-გალობამ; ერთხანს ქ. ქუთაისში კორნელი მაღრაძის გუნდში მღეროდა, ხოლო შემდეგ, 1924 წლის დასაწყისში, გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ჭაბუკმა ქუთაისშივე ძუკუ ლოლუას გუნდში იმღერა; ძმების, მიხეილ და ნიკო შარაბიძეების გუნდში ხანგრძლივად მღეროდა; პარალელურად ქუთაისში მრავალგან შექმნა საგუნდო ჯგუფები და ნიჭიერად გაუძღვა მათ, მაგალითად, სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმის გუნდმა მისი ლოტბარობით გამართა სანახაობა-კონცერტი, რომელზეც სოლოები და დუეტები გუნდის ხელმძღვანელმა და ნ. ცნობილაძემ შეასრულეს; ასევე თავი გამოიჩინა ქუთაისის კოოპერაციის გუნდმა მისი ლოტბარობით; სართიჭალაში შექმნა საკოლმეურნეო გუნდი, რომელსაც მრავალი კონცერტი გაამართინა და რაიონულ თუ რესპუბლიკურ დათვალიერებებზე უჩვეულო წარმატებები მოაპოვებინა; შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოს გუნდს გაუწია ხელმძღვანელობა; 1938 წელს გუნდმა მოსკოვში გამართულ კონცერტზე მოპოვებული წარმატებისათვის სიგელი და მადლობა დაიმსახურა; რიგით მომღერლობასაც არ თაკილობდა, ჯერ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე მოსკოვსა და ლენინგრადში, ხოლო შემდეგ საკოლმეურნეო ნაკრებ გუნდში, საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, ლამაზად აჟღერდა მისი ბარიტონი; ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობა მან "სამტრესტის" მუშაკთა კავშირის გუნდში განაგრძო; 1949 წელს მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა; იმავე წელს, კომპოზიტორთა შემოქმედების დათვალიერების დროს, სახელმწიფო კაპელასთან ერთად "სამტრესტის" ანსამბლმა მრავალი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები მოასმენინა საზოგადოებას, ანსამბლმა მრავალი საინტერესო კონცერტი გამართა, ბევრი ახალი შემსრულებელი გამოავლინა, ხალხური სიმღერის ბრწყინვალედ შესრულების ტრადიცია განამტკიცა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 54

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: