The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ბაბუნაშვილი

ლევან ბაბუნაშვილი
Date of birth:10 July, 1934  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, შემდგომ გახდა სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, 1969 წელს კი - სამმართველოს უფროსი; 1985 წელს დაინიშნა N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, ხოლო 1992 წელს სამშენებლო-სამრეწველო კომერციული ფირმა "ქუთაისმშენის" მთავარ ინჟინრად, შემდგომ შპს "მწვანემშენის" დირექტორად; მონაწილეობდა ათობით საცხოვრებელი სახლის, 20 სკოლის, ამდენივე საბავშვო ბაღის, კინოთეატრ "საქართველოს", აგრარული ბაზრის, ქუთაისის ცენტრალური არქივის, ბავშვთა საავადმყოფო კომპლექსის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ბავშვთა საცურაო აუზის, ქუთაისის საავტომობილო, სატრაქტორო, ელექტრომექანიკური ქარხნების, ქარხანა "ავანგარდის", ფოთის წყალსათხილამურო კომპლექსისა და ბევრი სხვა ობიექტის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.65

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: