შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლიმენტი ცომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კაპანა, სენაკის რაიონი. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1916 წლიდან, იყო ფარმაცევტთა გაფიცვების ხელმძღვანელი თბილისში. 1919 წელს მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც რეპრესირებული იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ 1921 წელს, მუშაობდა თბილისის რევკომში, მედსანშრომის მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, 1923 წლიდან საქართველოს სსრ სოცდაზღვევის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1927-1929 წლებში სამეცნიერო მივლინებით იყო ბერლინის, ვენისა და ჰამბურგის შინაგან სნეულებათა კლინიკებში, 1934-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის კომისრის პირველ მოადგილედ, 1936-1937 წლებში სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, პროფესორი(1935). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.241; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51738 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |