Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ბაბუნაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974-1985წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N57 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1985 წლიდან იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს სარაიონთაშორისო ზონალური გაერთიანების დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ივერიამშენპლუსის" მთავარი ინჟინერია; მონაწილეობდა ხონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმის კომპლექსის, რაიონული საავადმყოფოს, წყალტუბოს N2 და N3 საშუალო სკოლების, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს სანატორიუმ "წყალტუბოს" N2 კორპუსის, "ინტურისტის", ავტოსასტუმროს, საცხოვრებელი სახლის (წყალტუბოში) მშენებლობაში; აგებული აქვს სასათბურე მეურნეობები რაჭაში, წყალტუბოში, ბიჭვინთაში, ჭიათურაში, აბაშის, ხობისა და სხვა რაიონებში, ქ. თბილისში საცხოვრებელი სახლები - გოთუას ქუჩაზე და დიდ დიღომში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |