შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ცოცხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 1954-1960 წლებში იყო ამ ინსტიტუტის მანქანათბშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი, 1963-1966 წლებში ბომბეის (ინდოეთი) ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, 1970-1975 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტის დირექტორი ინდოეთში და ამავე ორგანიზაციის მთავარი ტექნოლოგიური მრჩეველი ინდოეთის განათლების სამინისტროში. 1980 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის კათედრის გამგეა. მისი შრომები ეხება წინასწარ გახურებული ლითონების ჭრის დამუშავების თეორიასა და ამ თეორიის საფუძველზე სპესიალური ლითონსაჭრელი ჩარხების შექმნას. მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.242; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |