Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბერაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პირველი ხორგა, ხობის რაიონი. საშუალო სკოლაში სწავლისას და შემდგომაც მღეროდა პორფილე გაბელიას, აკაკი ხარებავას და სხვათა ხელმძღვანელობით არსებულ გუნდებში, ხოლო სამამულო ომის წლებში ისიც იბრძოდა, თან ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა; ომიდან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ ხობში განაგრძო მოღვაწეობა; ლოტბარ ვლადიმერ ალანიასთან ერთად ხობის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად მუშაობდა; 1951 წლიდან გარდაცვალებამდე ხობის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს უძღვებოდა; უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეს ანსამბლი რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის დათვალიერებებში მუდამ პირველ ადგილზე გამოდიოდა; ამჟამად მთავრობის მრავალი ჯილდო და პირველი ხარისხის სიგელი ინახება ანსამბლის არქივში; ალექსანდრე ბერაიამ მრავალ ახალგაზრდას ასწავლა ხალხური სიმღერა, ლუდუკი ჩაჩიბაიამ, რადიკო ალანიამ, ვაჟა აბაკელიამ, აპოლონ ბუკიამ და სხვებმა მონდომებით განაგრძეს რაიონის სკოლებისა და სოფლის თვითმოქმედ წრეებში მოღვაწეობა; იგი თვითმოქმედ კომპოზიტორობასაც ეწეოდა, შექმნა და ხალხში გაიტანა მრავალი სიმღერა. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |