The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ბერაია

დაბადების თარიღი:1918  (107 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წებელდა, გულრიფშის რაიონი.

თვრამეტი წლის ასაკიდან მუშაობდა ქ. სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკაში, სადაც ჩამოაყალიბა მომღერალთა პატარა ჯგუფი და ფაბრიკაში კონცერტები გამართა; შესანიშნავად უკრავდა ჩონგურზე; მრავალ მუშა ქალს შეასწავლა ამ საკრავზე დაკვრა და სიმღერა; მან შორს გაითქვა სახელი თავისი მოქნილი ხმითა და სიმღერების ფაქიზი შესრულებით; ეს გარემოება არ გამოჰპარვია მხედველობიდან აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელს კიწი გეგეჭკორს, რომელმაც თავისი ანსამბლის სოლისტად მიიწვია; ოც წელზე მეტ ხანს(1938-1959) მღეროდა სახელმწიფო ანსამბლში, სადაც ყოველთვის გამოირჩეოდა დისციპლინითა და შესრულების მაღალი დონით; ის სოხუმში სხვადსხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების მომღერალთა გუნდებს უწევდა ხელმძღვანელობას; იყო სოხუმის ქალაქკომის პირველი და მეორე მოწვევის დეპუტატი; სამამულო ომის დროს ჩატარებული მუშაობისათვის მრავალი ჯილდოთი იქნა დაჯილდოვებული.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: