Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბაზღაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს. წლების განმავლობაში (43 წელი), იმუშავა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში": სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1966წწ. უბნის უფროსად; 1966-1993წწ. რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორად, კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად და მიწისძვრისგან დაზარალებული ქალაქებისა და სოფლების აღსადგენად შექმნილი ტრესტის "საქსომხეთმშენის" მმართველის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა 340-მდე ობიექტს, ძირითადად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების, აგრეთვე, სტრადეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. კერძოდ: პროფკავშირების კულტურის სასახლის კომპლექსის, სასტუმროების "საქართველო" და "ივერია", ტურბაზისა და საცურაო აუზის (ვაკეში), ასევე, "ლაგუნა-ვერეს" (სანაპიროზე), კინოთეატრების, სკოლების, ტექნიკის სახლისა და შრომის სასახლის (ვაკეში); 60 საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში - სომხეთსა და საქართველოში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.66
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |