Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ბაკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1960-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველად; 1969-1971წწ. მივლინებით იმყოფებოდა ალჟირში, მშენებლობის ხელმძღვანელად; 1971-1974წწ. მივლინებული იყო ქ. ტოლიატში, ავტოქარხნის მშენებლობაზე, სამმართველოს უფროსად; 1987-1994წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" სამშენებლო სამმრთველოს უფროსი. 1994 წლიდან - შპს "მაიას" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სამთო ქიმიის უმსხვილესი საწარმოები სოფ. ურავში (ამბროლაურის რაიონი), ტრანსკავკასიური მაგისტრალის საქართველოს უბანი, ქ. ტოლიატის "ავტოვაზის" გიგანტური საამქროები, პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსი ამბროლაურში და სხვა მრავალი სამოქალაქო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.67-68 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |