შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ბაკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1960-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველად; 1969-1971წწ. მივლინებით იმყოფებოდა ალჟირში, მშენებლობის ხელმძღვანელად; 1971-1974წწ. მივლინებული იყო ქ. ტოლიატში, ავტოქარხნის მშენებლობაზე, სამმართველოს უფროსად; 1987-1994წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" სამშენებლო სამმრთველოს უფროსი. 1994 წლიდან - შპს "მაიას" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სამთო ქიმიის უმსხვილესი საწარმოები სოფ. ურავში (ამბროლაურის რაიონი), ტრანსკავკასიური მაგისტრალის საქართველოს უბანი, ქ. ტოლიატის "ავტოვაზის" გიგანტური საამქროები, პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსი ამბროლაურში და სხვა მრავალი სამოქალაქო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.67-68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |