Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბარაბაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს. 1965-1967წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში": იყო ტექნიკოსი, არქიტექტორი. მუშაობდა თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") ტიპოლოგიის განყოფილებაში; 1968-1977წწ. საქართველოს საპროექტო კანტორაში; 1977 წლიდან თბილისის მერიის საპროექტო ფირმა "არქდიზაინსერვისში" ხელმძღვანელობდა სახელოსნოს;ა რის მრავალი ხორცშესხმული პროექტის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის აღსანიშნავია: ახალგაზრდული დასასვენებელი კომპლექსი ბაკურიანში (1961-1963წწ. აღინიშნა ახალგაზრდა არქიტექტორთა ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენის დიპლომით), სასტუმრო ფასანაურში (1961წ.), კურორტ არჩმანის (თურქმენეთი) გენგეგმის პროექტი (1963-1964წწ.), სამედიცინო ცენტრი დიღომში - ქირურგიის, თერაპიისა და მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების კორპუსები (1963-1965წწ.), საყოფაცხოვრებო მომსახურებისა (ბათუმში, ჭიათურაში, ბიჭვინთაში, ზესტაფონში) და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (თბილისში, წყნეთში, იგოეთში, წავკისში და ა.შ.). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.68-69 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |