Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ბარათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გუნდაეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მიმოსვლის გზათა კვალიფიკაციით 1970 წელს. 1970-1971წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად; 1972-1973წწ. იყო ზესტაფონის სპეც. სარემონტო სამმართველოში უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის პროექტის ინჟინერი 1973-1974წწ. მუშაობდა ცენტრმეტალურგრემონტის" ჭიათურის უბნის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის პროექტის ინჟინრად; 1974-1975წწ. იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1976წწ. იყო N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმშენის" სამმართველოს ოსტატი მშენებელი; 1976-1978წწ. მუშაობდა სამთამადნო კომბინატ "ჭიათურმანგანუმის" კომუნალურ განყოფილებაში სარემონტო უბნის უფროსად; 1978-1983წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი იყო, ხოლო 1983-1997წწ. იმავე ორგანიზაციიც უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1997-2001წწ. საექსპლუატაციო უბნის უფროსად; 2001-2003წწ. შპს "თრიალეთის" უბნის უფროსად, ხოლო 2003-2009წწ. მთავარ ინჟინრად; 2005 წლიდან შპს "გაზმშენი-5"-ის მთავარ ინჟინრად; მიღებული აქვს მონაწილეობა საავტომობილო გზების დაპროექტებასა და მშენებლობაში: რიკოთის უღელტეხილის რეკონსტრუქციის სამუშაოები - გვირაბიდან სოფელ განთიადამდე 40 კმ., თბილისის შემოსავლელი გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, ჟინვალი-ბარისახოს (გვირაბამდე მისასვლელი) გზის მშენებლობა, "ზესტაფონი-სვირი-ბაღდათის" საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები (მაკადამის წესით), "ხაშური-ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია-აბაშა-ხობი-ზუგდიდის" მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, "ნატახტარი-დუშეთის" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, "თბილისი-ნატახტარის" გზის 29 კმ-ის რეკონსტრუქცია 6 ხიდით, "ხაშური-ახალციხის" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბორჯომი-ბაკურიანის გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანის წრიული გზის ჩათვლით, "თბილისი-მარნეულის" გზის რეაბილიტაცია, "ახალციხე-ვალე-თურქეთის" საზღვრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 1991 წელს იღებდა მონაწილეობას საქართველოში მიწისძვრის შედეგად დანგრეული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში საჩხერესა და ჭიათურაში; მიღებული აქვს საუწყებო სიგელები კეთილსინდისიერი და თავდადებული შრომითი საქმიანობისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.69
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |