Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაალ ბარამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1969წწ. მუშაობდა საკავშირო გაერთიანება "მთავარგზამშენის" სამმართველოში - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი საავტომობილო გზების "ნოვოროსიისკი-აბრაუ-დიურსო", "ნოვოროსიისკი-მცირე მიწა", "ზნზპა-ჯეგინკი", ნოვოროსიისკის ავტომაგისტრალისა და "შავწყალა-ბზიფის" საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაში; 1969 წლიდან საქართველოს გზების სამინისტროს სისტემაში "ფსოუ-სოხუმი-ქუთაისის" საავტომობილო გზის სამმართველოს საწარმოო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსად; მშენებარე ობიექტების N2 დირექციის (1976წ.) და N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად (1979წ.); 1988 წლიდან საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგაზის", ხოლო 1999 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის მთავარი ინჟინერი იყო; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში მრავალი საგზაო ობიექტი და ხელოვნური ნაგებობა აშენდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.70; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |