| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბარბაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარა გორი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-2003წწ. მუშაობდა რუსთავის "ფოლადკონსტრუქციის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, N1 სამშენებლო უბნის უფროსად; 2003 წლიდან სათავეში უდგას შპს "ფოლადკონსტრუქციას"; შრომითი საქმიანობის სხდვადასხვა ეტაპზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის, N98 საშუალო სკოლის, პენოპლასტის საამქროს, ლუდის ქარხანა "ყაზბეგის" მთავარი კორპუსის, ელიავას, ხოშარაულისა და წერეთლის ქუჩების სავაჭრო ცენტრების, მრავალფუნქციური შენობის გადასასვლელი ხიდის (მ. კოსტავას ქუჩაზე), "რუსთავი-2"-ის კორპუსის (თბილისში), კომპლექს "ბატუსის" გუმბათოვანი სახურავის (ბათუმში), ცემენტის, აზოტისა და მეტალურგიული ქარხნების სხვადასხვა ობიექტის, ამწემშენებელი ქარხნის მადნის საწყობის (რუსთავში), კასპის ცემენტისა და საგურამოს ლუდის ქარხნების, ფოთის ანგარის, ახალციხის საბაჟოს, "ჰეიდელბერგცემენტის" სხვადასხვა ობიექტის, მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობისა და სხვა ნაგებობათა მშენებლობა-დამონტაჟებას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.70-71
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

