Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ცუცქირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. 1945-1946 წლებში ჭიათურის თეატრში მუშაობდა მსახიობად, 1946 წლიდან თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობია, 1961 წლიდან კი მსახიობი და რეჟისორი. როლები: სულთანი (ნ. გერნეტის "ალადინის ჯადოსნური ლამპარი"), პეტრიკელა (გ. ჩიქოვანის "ორი ქოსატყუილა"), მღვდელი (ს. ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჟენსკის "დიდი ივანე"), პაქ ტორ სე (ლ. პრავდინას "სიცოცხლის ყვავილი") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა" (1961), ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი" (1972), ვ. ლიფშიცისა და ი. კიჩანოვას "იდუმალი ჰიპოპოტამი" (1979) და სხვა. 1970 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ინსტიტუტში. თეატრმცოდნე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.245; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.221 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |