შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცქიმანაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამკურნალო ფაკულტეტი 1914 წელს. 1931-1935 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებათა ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელი. 1935-1941 წლებში განაგებდა სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო 1941-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას; 1973 წლიდან იყო ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ცთომილი ნერვის ორფაზოვან მოქმედებას, ტრამვული შოკის ბუნებას, სინთეზურ ანტიმალარიულ და საანესთეზიო საშუალებებს. ქართველი საბჭოთა ფარმაკოლოგი, 1936 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1939 წლიდან პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.246 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |