შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში (1951 წლიდან რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების გამგეა). იგი არის საქართველოში თანამედროვე სეისმოლოგიური კვლევისა და სეისმოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოში რეგიონული სეისმოლოგიური სადგურების ქსელი. გეოფიზიკოსი, სეისმოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.247 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |