The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესიკ ბატიაშვილი

ბესიკ ბატიაშვილი
Legal name:ბესარიონ ბატიაშვილი
Date of birth:1950  (67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქსახპროექტი" და "კურორტპროექტი" - ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში საპროექტო ინსტიტუტებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1995-2000წწ. მუშაობდა საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მუშა პროექტის დამუშავებაზე. პარალელურად მუშაობდა არქიტექტორ რევაზ ჯანაშიასთან ერთად სხვადასხვა ტაძრის პროექტის დამუშავებაზე; მის მიერ დამუშავებული კონსტრუქციული პროექტებით აშენდა ტაძრები: სენაკში, ზესტაფონში, ხულოში, ქედაში, შუახევში, დედოფლისწყაროში, მესტიაში, ლეჩხუმში, ახალციხეში, თბილისში და ა. შ.; იგი პარალელურად მუშაობს სამოქალაქო პროექტებზე. კერძოდ, მისი პროექტებით აშენდა საცხოვრებელი კორპუსები ქ. თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე, ვაშლიჯვარში, საბურთალოზე, ნაძალადევში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.72-73


Share: