The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ ბაღდავაძე

დემურ ბაღდავაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1991წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" (ქ. სოჭში) უბნის ოსტატად და მიაღწია ტრესტის მმართველის მოადგილის თანამდებობას; ხოლო 1993 წლიდან დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "სოჭიელექტროქსელმშენის" გენერალურ დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა არაერთი ენერგოსისტემა ვორონეჟის, ლიპეცკის, ვოლგოგრადის, სარატოვისა და როსტოვის ოლქებში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში; პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწევა ქველმოქმედებას. მხარში უდგას სოჭის ქართული კულტურის ცენტრს "ივერია", არის მისი ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის პერიოდში მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენის, ლტოლვილთათვის გაწეული უანგარო დახმარებისა და ქ. სოჭის სამხარეო ქართული კულტურის ცენტრის ''ივერიის'' ფუნქციონირებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვიუს, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის

გააზიარე: