შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბაღოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით 1975 წელს. 1977-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1979-1987წწ. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორად; 1987 წელს დაინიშნა საპროექტო ორგანიზაცია "ბათუმარქპროექტის" დირექტორის მოადგილედ; 1989-2003წწ. იყო რეგიონული საპროექტო შემოქმედებითი ორგანიზაცია "საქარქპროექტის" ბათუმის ფილიალის დირექტორი; 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ბათუმგამწვანების" დირექტორად, ხოლო 2006 წლიდან სსიპ "ზღვისპირა პარკის", 2008 წლიდან კი ა (იპ) "ქ. ბათუმის პარკებისა და სკვერების გაერთიანების" დირექტორის მოადგილედ; 1999-2005წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საქართველოსა და აჭარის არქიტექტორთა კავშირების გამგეობის წევრი; პროექტებიდან აღსანიშნავია: აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის რეკონსტრუქცია (1992), ტურისტულ კომპლექს "თანამგზავრის" კოტეჯები, სასტუმრო "წერეთელი" (ბათუმში, 2000წ.); გარდა ამისა შესრულებული აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები ქ. ბათუმში (1992-2000წწ.); აქტიურად მონაწილეობს ძველი ბათუმისა და ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქცია-დაპროექტებაში; არის არაერთი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსის ლაურეატი და არქიტექტურული ნფორუმებისა და საერთაშორისო სემინარების მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.73-74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |