შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო თურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიხალიძეები, ქედის რაიონი. 1920-1921წწ. სწავლობდა მერისის საშუალო სკოლაში; 1934 წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელობის თეატრის დრამატულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც, 1937 წლიდან მუშობდა ბათუმის ილია ჭავჭვაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული სახეებიდან აღსანიშნავია: ბაადური (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), პოლკოვნიკი შვარცი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), შტაბის უფროსი (პ. ტრენიოვის "ლუბოვ იაროვაია"), ფურუტა (ა. ბარიანოვის "იმათ მხარეში"), მიტრიჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ათანა (ი. ვაკელის "რვალი"), გენერალი (შ. დადიანის "გუშინდელნი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.96 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |