Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, შემდგომ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1968-1975წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი; 1976-1985წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1986 წლიდან "საქაგრომრეწვის" მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1989-1998წწ. საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1998 წლიდან საქართველოს ცეკავშირის მშენებლობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი და გამგეობის წევრი; მისი მონაწილეობით ექსპლუატაციაში შევიდა: თბილისის N4 მაცივარი, თბილისის კამვოლური დართვის ფაბრიკა, ავტოსატრანსპორტო საწარმო ნავთლუღში, წნორის მეცხოველეობის კომპლექსი, ჩამოსახლებულ აჭარელთა სოფელი აზმანაში, თბილისის, სოხუმის, ბორჯომის, გორის, თელავის რძის, გაგრის, სოხუმის, ბორჯომის ხორცის კომბინატები, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, დმანისის ყველ-კარაქის ქარხნები; განხორციელდა ლილოს რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია და სხვა; არაერთგზის იყო არჩეული თბილისის პირველი მაისის რაიკომის ბიუროს წევრად და რაისაბჭოს აღმასკომის დეპუტატად, ასევე - სამინისტროს, "საქაგრომრეწვის" კოლეგიის, ცეკავშირის საბჭოსა და გამგეობის წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.75-76 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |