The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ბიბილეიშვილი

Date of birth:1912
Date of death:October, 1980  (at 68 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში.

1930-იან წლებში თბილისში ჩამოვიდა; ერთხელ "მუშტაიდის" ბაღში მიხეილ კავსაძის გუნდის კონცერტს დაესწრო და ისე მოიხიბლა ქართლ-კახური სიმღერების მშვენიერებით, რომ გულში ჩაიდო, უთუოდ უნდა ვიმღეროო; როდესაც სერგო ბაქრაძემ მოუსმინა, პლეხანოვის სახელობის კლუბის ანსამბლში მიიწვია სოლისტად; შემდეგ ვასო კობახიძის გუნდშიც მღეროდა და ვერც მარო თარხნიშვილს უთხრა უარი, მის ანსამბლში ძლიერად ჭექდა ბიბილეიშვილის ტენორი; შემდეგ სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა; თავი ისახელა ხელოვნების დეკადაზე თბილისსა და მოსკოვში; შესანიშნავად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის მრავალ დიდ ქალაქსა და სამრეწველო ცენტრში; იყო აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტიც; ანსამბლის რეპერტუარი მისი მისვლის შემდეგ დიდად გაფართოვდა, რეპერტუარში შეიტანა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერები, რომლებსაც იგი ბრწყინვალედ ასრულებდა; თუ საჭიროება მოითხოვდა ანსამბლს ნიჭიერად ლოტბარობდა; დიდი ამაგი აქვს გაწეული თავიდანვე დიდი ჯიხაიშის "შრომის" კოლმეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის გუნდებზე; დაარსებული აქვს ოცამდე სხვადასხვა თვითმოქმედი კოლექტივი; საუკეთესოდ უკრავდა ფანდურზე, სალამურზე, დაირაზე, დოლზე; მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაგრის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; კრასნოდარის(რუსეთი) მხარის სოფელ პლასტუნკის ქართულ მოსახლეობას დაეხმარა და შეუქმნა მომღერალთა კარგი გუნდი და მრავალი კონცერტი გაამართინა როგორც ადგილობრივ, ისე სოჭის, გაგრის, სოხუმის და შავი ზღვის სხვა სანაპირო კურორტებზე; 1962 წელს ქ. სოხუმში დაბადებიდან ორმოცდაათი და მოღვაწეობის ოცდაათი წლის აღსანიშნავ იუბილეზე, ფართოდ იქნა გაშუქებული დაუღალავი მუშაობა ხალხური სიმღერის წინსვლის საქმეში; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 62

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: