Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბიგვავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნარაზენი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ქ. ზუგდიდის მუსიკალური პედტექნიკუმი 1933 წელს, აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი(ქართული ენა და ლიტერატურა). 1941 წლამდე იყო ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი(ანსამბლს გალაქტიონ ჭელიძე უძღვებოდა); ომის შემდეგ ზუგდიდის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიწყო მუშაობა; მუშაობდა ლიტერატურის მასწავლებლად ზუგდიდის სხვადასხვა სკოლებში; მისი მთავარი გატაცება სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა იყო; 1947 წლამდე როდესაც ის ზუგდიდის რაიონული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ინსტრუმენტულ ნაწილს ხელმძღვანელობდა, მთელ დიდ კოლექტივს კიწი გეგჭკორი ედგა სათავეში, ხოლო 1947-1951წწ. როცა ანსამბლი იროდი კალანდიამ ჩაიბარა, შოთა ბიგვავა ხელმძღვანელის მოადგილე და მეჩონგურეთა ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, შემდეგ კი, ანსამბლის ხელმძღვანელი ის იყო; საქართველოს პროფკავშირების პირველ, მეორე და მესამე დათვალიერებებზე ანსამბლს პირველი ხარისხის დიპლომები ერგო; ზუგდიდის ანსამბლით წარსდგა იგი VI-IX რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე; მათ მიერ შესრულებული "ზაბრალე" გამოყენებულია ფილმში "თავადის ქალი მაია"; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |