Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ბედიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1967წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 1967-1982წწ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-საკვლევ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") ჯერ საპროექტო ნაწილის მთავარი ინჟინერი იყო, ხოლო 1976 წლიდან - ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 1970-1973წწ. მივლინებული იყო ალჟირში მშენებლობის ტექნიკურ დირექტორად და საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელად; 1982-1989წწ. საქართველოსმშენებლობის სამინისტროს მთავარი ტექნიკური სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი იყო, შემდეგ იმავე სამინისტროს სამეცნიერო ექსპერიმენტულ ტექნიკური ცენტრის - "საქმშენსისტემის" დირექტორი; პროექტირების, მშენებლობის, ნაგებობათა აღდგენა-გაძლიერების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის - შპს "მშენაღდგენამ"-ის გენერალური დირექტორია; იგი მრავალი ტიპური და ინდივიდუალური პროექტების ავტორია; 1973-1992წწ. ცნობილ არქიტექტორებთან ერთად დააპროექტა და მისი კურატორობით აშენდა 270-ზე მეტი 16-18 სართულიანი შენობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; მისი პროექტით აშენდა ნავთობის და ქიმიის ინსტიტუტი ბუმერდესში (ალჟირის რესპუბლიკა), ერთადერთი იმ დროისთვის აფრიკაში; ალექსანდრე კიმბერგთან ერთად შექმნა ახალი სახის კავშირებიანი კარკასი, გადახურვის არმატურის დაძაბვით (მშენებლობის პირობებში), კარკასი, რომელიც ფართოდ დაინერგა ამიერკავკასიასა და შუა აზიაში; მისი ეკონომიურობის და მაღალი მდგრადობის მაჩვენებლების გამო, დაინერგა, აგრეთვე, რუსეთის არასეისმურ რაიონებში; ჩატარებული აქვს 700-ზე მეტი მსხვილი ობიექტის მდგრადობის ექსპერტიზა, მათ შორის, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის (ავლაბარში), აეროპორტის შენობის თბილისში; არის 18 დანერგილი გამოგონების ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; მიღებული აქვს ინგლისის, იაპინიის, რუსეთის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის და ევროსაბჭოს სერტიფიკატი მშენებლობაში; სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1982), საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1988), სსრკ პროფკავშირების პრეზიდიუმის სპეციალური სიგელი, საინჟინრო მოღვაწეობისათვის - "წლის საუკეთესო ინჟინრის წოდება" (2003, 2012, 2013). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.76-77; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |