The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პორფილე გაბელია

Date of birth:1891
Date of death:1938  (at 47 years)
Category:Singer

Biography

ახალგაზრდობაში მღეროდა რემა შემგელიასთან ერთად; 18 წლის ასაკში ძუკუ ლოლუას გუნდის წევრი გახდა; 1907-1916წწ. დაუახლოვდა ჩავლეიშვილებსა და ალექსანდრე მახარაძეს, მათგან ხშირად ისმენდა სიმღერებს, რომელთაც სწრაფად ითვისებდა; ავქსენტი მეგრელიძის გუნდებშიც მღეროდა; მალე ბათუმში გაემგზავრა და ჯონდი რურუასთან ერთად გუნდი ჩამოაყალიბა; ხშირად იმართებოდა კონცერტები, მასში მონაწილეობდნენ მუშები, რომელთაც უყვარდათ ხალხური სიმღერები და სათუთად ეკიდებოდნენ ამ საქმეს; გულრიფშში(სოხუმი) სანდრო ოჩიგავასთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდი; 1934 წელს ხობის რაიონული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა; მართავდა კონცერტებს როგორც ხობში, ასევე ზუგდიდში, ახალსენაკში, ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში; 1937 წელს მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გუნდი სასახელოდ გამოვიდა და გაიმარჯვა; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 68



Share: