The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ბელიაშვილი

ნიკოლოზ ბელიაშვილი
Date of birth:5 August, 1921
Date of death:April, 2004  (at 82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1947 წელს.

1941 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს; 1947-1950წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენში" დიდუბის დიდი ქვესადგურის უფროსად; 1950-1953წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ინსტრუქტორი, 1953 წლიდან კი გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" მაღალი ძაბვის ქსელების სამმართველოს უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" ყველა ომისშემდგომ ენერგოობიექტზე ენერგო-სამონტაჟო სამუშაოები; აშენდა "საქმთავარენერგოსა" და "აზენერგოს" სისტემების დამაკავშირებელი 112 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.78; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 36

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
    საბრძოლო და შრომით სააქმიანობაში მიღწევებისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    საბრძოლო და შრომით სააქმიანობაში მიღწევებისთვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
    მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის
  • საპატიო ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: