შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ბეჟუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი 1950 წელს. 1951-1961წწ. მუშაობდა სარემონტო-სამშენებლო ტრესტ "საქკვებრემმშენის" N1 სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1961-1966წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; შემდგომ ამავე ტრესტის N139 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1987 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს თელავის N12 სამშენბლო ტრესტის მმართველად; უშუალოდ მონაწილეობდა კახეთის სამოქალაქო-სოციალური, სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი, წინანდლის ღვინის ქარხანა; ჩატარდა თელავის ისტორიული ცენტრის აღდგენა-რეკონსტრუქცია და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.78-79 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |