შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხასან მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძენწმანი, ქედის რაიონი. 1938 წელს, ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მსახიობად მუშაობდა ხულოს (1938-1940; 1942-1948), ბათუმის (1940-1941) თეატრებში. 1948-1952 წლებში იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, ხოლო 1952 წელს კვლავ ბათუმის თეატრშია. ხასან მიქელაძე ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), დავით დადიანი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), გელა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), კოტე (ვ. კანდელაკის "ორი სპეციალისტი"), პოლკოვნიკი ბატურინი (ნ. ბოიარინოვის "იმათ მხარეში"), გრაფი დელინერი (ა. დენერის და კორშონის "ორი ობოლი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.48; ცნობილი ქართველი მუსლიმები: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |