Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ხიჯაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. 1935 წელს, პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს. 1940-1972 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1972-1980 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას II სამუსიკო სასწავლებელში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო(ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი"), ნათელა, ნინო, ნინო(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), თამარ მეფე(დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე") დარეჯანი(მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), მარო, ბაბალე(ვ.დოლიძის "ქეთო და კოტე"), ასმათი(შ.მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), გივი(ა.ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ქეთევანი(ა.შავერზაშვილის "მარინე"), გამზრდელი(დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), დედინაცვალი, დედა(ი.გოკიელის "ბროლის ქოში", "წითელქუდა"), კონჩაკის ასული(ა. ბოროდინის "თავადი იგორი"), მარინა მნიშეკი(მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ლიუბაშა(ნ. რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე"), ოლგა, პოლინა(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ანგელოზი(ა. რუბინშტეინის "დემონი"), აზუჩენა, ამნერისი, ემილია, მადალენა(ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო", "რიგოლეტო"), კარმენი(ჟ. ბიზეს "კარმენი"), ზიმელი(შ. გუნოს "ფაუსტი"), მიკლიაუსი(ჟ. ოფენბახის "ჰოფმანის ზღაპრები"), მალიკა(ლ. დელიბის "ლაკმე"). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.50 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |