Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუგული გაბისონია![]()
Biographyპატარაობაში ძალიან ჰყვარებია ჩიტების ხმების მოსმენა, მათ ბაძავდა და სახლში ჩიტივით გალობდა, ამიტომ მას დედამ მეტსახელად "გუგული" შეარქვა; სიმღერის სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა მასწავლებელმა ვალერიან გოგიტიძემ, რომელიც მას მოწაფეთა გუნდში სოლოებს ამღერებდა; მალე სოლისტად დაიწყო მუშაობა ბათუმის მასწავლებელთა სახლის მომღერალთა გუნდში; როგორც რკინიგზელი, ის რკინიგზის სახალხო თეატრის დადგმებში - "ჰატიჯე", "როგორ?" "ამბოკარი", "არსენა", "სამი უბედური", სხვადასხვა როლებს ასრულებდა; მან მელიტონ კუხიანიძის ცნობილ კაპელაში დაიწყო მოღვაწეობა; სამამულო ომის პერიოდში შეწყვიტა სასიმღერო საქმიანობა, ხოლო ომის შემდეგ კვლავ გააგრძელა სიმღერა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც რესპუბლიკის სახალხო არტისტი მირიან ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა; ის კვლავ სოლისტი იყო და დიდი მონდომებითა და არტისტიზმით ასრულებდა - "ჩაგუნას", "აჭარულ შაირებს", "მარულას", "სისა ტურას", "მაჭანკალს", "არამი და შარიქას"; აჭარის რადიოში ხშირად ისმოდა მისი ლამაზი ტენორი, ამასთან ლოტბარობასაც ეწეოდა; ბათუმის სკოლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საგუნდო ჯგუფებს; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად გასტროლებით იმოგზაურა(ეგვიპტე, სირია, სუდანი); ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 69 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |